”KID Jesus”-სა და სიმებიანი კვარტეტის ​ ექსპერიმენტული ინდი როკ კონცერტი ბათუმში – დასწრება უფასოა

06, სექტემბერი 2018 12:36:00

6 სექტემბერს, ქართული ჯგუფი KID Jesus და სიმებიანი კვარტეტი ​ ექსპერიმენტულ ინდი როკ კონცერტს გამართავენ, კლასიკური მუსიკის სინთეზით. კონცერტი ბათუმის დრამატული თეატრის მცირე დარბაზში, მელაშვილის #32 ნომერში გაიმართება და დასწრება უფასო იქნება. 

მუსიკოსები ბათუმში ფესტივალი Black Sea Sound-ის ფარგლებში ჩამოდიან, რომელიც აჭარის კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 2014 წლიდან იმართება. წელს ფესტივალი მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება და ბათუმელებს ქუჩის კონცერტებს, საინტერესო მუსიკოსებისა და ჯგუფების ექსპერიმენტალურ საღამოებს შესთავაზებს.  ​

ორგანიზატორები ამბობენ, რომ  დღეს მაყურებელს ექსპერიმენტალური და ძალიან საინტერესო საღამო ელოდება. “ინდი როკის შესრულება კლასიკური მუსიკის აკომპანირებით ქმნის განსაკუთრებულ და სპეციფიკურ ჟღერადობას, რის გამოც გადაწყდა ამ ექსპერიმენტის ჩატარება. ასევე, KID Jesus შეასრულებს რამდენიმე კომპოზიციას ახალი ალბომიდან, რომელიც სამომავლოდ ვინილის სახით გამოვა” – წერია ღონისძიების აღწერაში. 

KID Jesus  2012 წელს, თბილისში ჩამოყალიბდა. 2012 წელს KID Jesus პროექტ “Newcomers Tbilisi”-ს გამარჯვებული გახდა, 2013 წელს Tbilisi Open Air / AlterVision-ზე კი ისეთი მუსიკოსების გვერდით დაუკრა, როგორებიცაა The Subways, Modeselektor და Tricky.

175

Source

You might also like:

Comment on this post